სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის ბერენ საათი და ქენან დოღულუ
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში 22 ადამიანი დააკავა. ოპერაცია სტამბოლის პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილებამ მთავარი პროკურატურის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა.
დაკავებულებს შორის არიან: ცოლ-ქმარი, მომღერალი ქენან დოღულუ და მსახიობი ბერენ საათი; მუსიკოსი ოზან დოღულუ; მსახიობი ენის არიქანი; მომღერალი ბერდან მარდინი; სოციალური მედიის სახე ქერიმჯან დურმაზი.
ეჭვმიტანილები სამედიცინო შემოწმების შემდეგ სტამბოლის ქუჩუქჩექმეჯეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გადაიყვანეს. ბრალდებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ გასაჯაროვებული არ არის.
ეს ოპერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ თურქეთის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია. გასულ თვეს ანალოგიური გამოძიების ფარგლებში ცნობილი მსახიობი სერენაი სარიქაია დაკავების შემდეგ გათავისუფლდა — ნარკოტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.