მსოფლიო
თურქეთში ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა — 8 მსხვერპლი, 33 დაშავებული
დენიზლი-აიდინის გზატკეცილზე სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის ერთი ჩვილი — და 33 დაშავდა.
ავტობუსი პამუკკალეს ტურისტული კომპანიის კუთვნილი იყო და იზმირიდან ანტალიაში მიემგზავრებოდა. ბორტზე 38 მგზავრი და 3 მძღოლი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დენიზლის საქალაქო საავადმყოფოებში გადაიყვანეს.