მსოფლიო
ტრამპი ფაშინიანს ულოცავს: „ვამაყობ, რომ მის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ვამაყობ, რომ მის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით სომხეთი მიაღწევს სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს, რომელიც ყველაზე გაბედულ მოლოდინს გადააჭარბებს,” — წერს ტრამპი.
ფაშინიანმა კვირას ჩატარებულ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.