ანდრეი სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ლავრაზე თავდასხმით “პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში”. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქმე რუს ტერორისტებთან აქვთ, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით ISIS-საც კი გადაასწრეს. მინისტრმა განმარტა ისიც, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქებისგან მკაცრ რეაქციას ელოდებიან. რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა “ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში.ის საუკუნეების განმავლობაში უნდა შეჩვენონ. ის წააგებს ამ ომს.XIII საუკუნის (მონღოლთა) ურდოდან მოყოლებული, გასული საუკუნის ნაცისტების ჩათვლით, კიევის წმინდა მონასტრებს არაერთი ბარბაროსული თავდასხმა გადაუტანიათ.ახლა კი საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადაასწრეს ISIS-საც კი. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებისთვისაც წმინდა არაფერია, შეეძლოთ განზრახ დაეზიანებინათ კიევ-პეჩერის ლავრა — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი, რომელიც სპეციალური დაცვის ქვეშაა.ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში და მოვითხოვთ დაუყოვნებელ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფოებრივ ბარბაროსობაზე.ველოდებით მკაცრ რეაქციას საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქებისგან. არავითარი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება მოქმედება ახლავე, რათა შევაჩეროთ რუსული ბარბაროსობა”, — დაწერა სიბიჰამ. შეგახსენებთ, 15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული მიძინების ტაძარი დაზიანდა. ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად კიევში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი (5 და 6 წლის). ეს თავდასხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ამ ძეგლზე განხორციელებული მეორე დარტყმაა.