← მთავარი
მსოფლიო

სერიალ "შერბეთის" და თურქული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი საკუთარ სახლში, დაბადების დღის მეორე დღეს გარდაიცვალა - რა არის ცნობილი 35 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზებზე

15 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სერიალ

თურქული შოუბიზნესის ვარსკვლავი, 35 წლის მსახიობი, ეჯე ირთემი (ცნობილი სერიალიდან “გოგონა მოცვებით“) მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი დღეს, 15 ივნისს, დაახლოებით შუადღისას, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ტრაგედია მისი 35 წლის იუბილეს მეორე დღეს მოხდა.

სოციალურ ქსელებში მსახიობის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით გაჩენილი სხვადასხვა სპეკულაციისა და ჭორების ფონზე, ირთემის ადვოკატმა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მან კატეგორიულად უარყო ინტერნეტში გავრცელებული ვერსიები შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ, - წერს თურქული მედია.

ადვოკატ უღურ გიოქოიუნის განცხადებით, ტრაგედიის მომენტში ეჯე ირთემი სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

“პირველადი სამედიცინო შეფასებების საფუძველზე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და სიკვდილის საბოლოო, იურიდიულად დადასტურებული მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (ავტოფსიის) საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდება.

35 წლის ვარსკვლავის ტრაგიკული დაღუპვის ფონზე, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა მის ინტერვიუს, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩაწერა და სადაც ცხოვრებასა და ბედისწერაზე საუბრობდა. ვინ იყო ეჯე ირთემი? - კარიერული აღმასვლა და მაყურებლის სიყვარული ეჯე ირთემმა ბოლო წლებში თურქულ სატელევიზიო სივრცეში თავისი ნიჭით, ბუნებრივი სილამაზითა და ეკრანიდან წამოსული გულწრფელი ენერგიით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

კარიერის განმავლობაში მან არაერთ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ფართო საზოგადოებამ და ქართველმა მაყურებელმაც, იგი განსაკუთრებით შეიყვარა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული სერიალიდან “შერბეთი“, სადაც იგი იშლის პერსონაჟს ასახიერებდა. ირთემი ცნობილი იყო იმით, რომ თითოეულ როლს განსაკუთრებულ რეალისტურობასა და ღრმა ემოციას სძენდა. კოლეგები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მას ახასიათებდნენ როგორც თავმდაბალ, თბილ და პოზიტიურ პიროვნებას. სოციალურ ქსელებშიც იგი ყოველთვის ინარჩუნებდა უშუალო და გულწრფელ კავშირს გამომწერებთან. ასაკის მიუხედავად, მას თურქული კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ვარსკვლავად მოიაზრებდნენ და მისი ყოველი ახალი როლი დიდ ინტერესს იწვევდა. წინასწარმეტყველური აღსარება გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ეჯე ირთემის ინტერვიუ, რომელიც ერთი თვის წინ, ცნობილ თურქ ჟურნალისტს მისცა. მსახიობის სიტყვებმა მისი გარდაცვალების შემდეგ სრულიად სხვა, მისტიკური და სულის შემძვრელი მნიშვნელობა შეიძინა. გადაცემის მსვლელობისას, წამყვანის კითხვაზე: “აბა, ახლა საით მიგიწევს გული/სად მიდიხარ?“, ეჯემ უპასუხა: “სადაც ბედისწერა იქნება, იქით“. ამის შემდეგ მან ცხოვრებისეული ფილოსოფია ასე აღწერა: “მე ზედმეტად ვენდობი სამყაროს, ყველაფერს ღმერთს მივანდობ. როგორც ადამიანები, ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეზე ვდარდობთ და წვრილმანებს გულთან ახლოს მივიტანთ. მგონია, რომ როცა ასე უზომოდ ვნერვიულობთ და ვიტანჯებით, ამით მასაც (უფალსაც) გულს ვტკენთ. მან ხომ ჩვენ აქ იმისთვის გამოგვაგზავნა, რომ გამოცდილება მივიღოთ, მადლიერები ვიყოთ და სიყვარულისთვის ვიცოცხლოთ. ამიტომ, მე უკვე აღარ ვიძაბები, საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ, უბრალოდ იმედიანად და მშვიდად ვიყო.“

მსახიობმა კარიერულ ამბიციებსა და ცხოვრებისეულ შიშებზეც ისაუბრა: “ახალ როლს რომ მთავაზობენ, ისედაც ნათელი გახდება, რომელი უნდა ავირჩიო. როლი როდესაც არ ჩანს, არ განვიცდი, წინ ყველაზე უკეთესი მელოდება. ამ პროცესმა ეს მასწავლა. ნერვიულობად არ ღირდა, რადგან როცა როლი მოდიოდა, მე მხოლოდ დარდი და ნერვიულობა მრჩებოდა ხოლმე. არადა, შემეძლო ის პერიოდი უფრო მშვიდად გამევლო - ყვავილების სურნელებით დავმტკბარიყავი, ან დედაჩემისთვის მეტჯერ მეკოცნა.“

35 წლის ასაკში გარდაცვლილი ეჯე ირთემისგან სამყაროს მისი როლები, ეკრანული პერსონაჟები და სიყვარულით სავსე ცხოვრების ეს დაუვიწყარი ფორმულა დარჩა.

← მთავარი