მსოფლიო
ტრამპი: აშშ ურტყამს ირანის სამიზნეებს, თუ პასუხს გაგვცემენ, უფრო ძლიერად დავარტყამთ
შეერთებულ შტატებს ამ მომენტში იერიშები მიაქვს ირანულ სამიზნეებზე ჰორმუზის სრუტის მახლობლად. დარტყმები არის დიდი და ძლევამოსილი და არის პასუხი ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, დაემატებინათ საზღვაო ნაღმები ჰორმუზის სრუტეში, სადაც ახლა ნაღმები არაა (ისინი სრულად იქნა მოშორებული ან დეტონირებული!), ასეცე ირანელების მიერ რვა რაკეტის სროლაზე ჩვენი იორდანიაში ჩვენი სამხედრო ბაზების მიმართულებით - რვავე წარმატებით ჩამოვაგდეთ.
თუ ირანის ვერშემდგარი სახელმწიფო პასუხს გაგვცემს ამ ძალიან გამართლებულ იერიშზე, მათ დავარტყამთ კიდევ უფრო მძლავრად და კიდევ უფრო მაღალ დონეზე, თუმცა არ იქნება უდიდესი იერიში - ეს ჯერ კიდევ წინაა და როცა ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკისგან ცოტა რამ თუ დარჩება.