← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკი სომხეთს დემოკრატიული არჩევნებისა და ფაშინიანს გამარჯვებისთვის ულოცავს

8 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ზელენსკი სომხეთს დემოკრატიული არჩევნებისა და ფაშინიანს გამარჯვებისთვის ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებისთვის მიულოცა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკი ევროკავშირს სომხეთისთვის „რეალური მხარდაჭერის” გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

„ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს — გამარჯვებას. ეს ასევე სომხეთის სუვერენიტეტის, თქვენი დამოუკიდებლობისა და თქვენი უფლების გამარჯვებაა — იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ,” — წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა სწორედ ის დრო დადგა, ევროკავშირმა სომხეთს „რეალური მხარდაჭერა” გამოუცხადოს. „ეს ევროკავშირისთვის გამოცდაა. მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ დრო და ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობები,” — წერს ის.

უკრაინა სომხეთთან თანამშრომლობის გაფართოვებისთვის მზადმყოფობას გამოხატავს.

← მთავარი