← მთავარი
მსოფლიო

ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს

10 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ივლისს რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიღების მოლოდინშია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ეს.

“თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული, მაგრამ დამატებითი PAC-3-ები იქნება.” – აღნიშნა ზელენსკიმ თურქეთში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ.

ცნობისთვის, 8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს და დაამატა, რომ უკრაინა მათი წარმოების დაწყებას “საკმაოდ სწრაფად” შეძლებს.

ზელენსკის თქმით, არმიის Patriot-ებით მომარაგება და რაკეტების წარმოება “უკრაინის ნომერ პირველ პრიორიტეტს” წარმოადგენს.

“პირველ რიგში, ჩვენ Patriot-ის სისტემებისთვის აშშ-სგან ლიცენზიის მიღებას ვცილობთ. მეორე, PURL-ის პროგრამის მეშვეობით, ჩვენ ევროპიდან დაფინანსებას უზრუნველვყოფთ და შესაბამისი სისტემებისთვის ამ პროგრამით PAC-3 და PAC-2 რაკეტებს მივიღებთ. მესამე, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა დამატებით რაკეტები მივიღოთ მანამ, სანამ საკუთარი სისტემა გვექნება.” – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

← მთავარი