რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები ფორმატით „185 185-ის სანაცვლოდ” გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ფორმატით „185 185-ის სანაცვლოდ” ტყვეების ახალი გაცვლა განახორციელეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა; ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა.
185 სამხედრო ტყვის გარდა, სამშობლოში ერთი სამოქალაქო პირიც დაბრუნდა. ბუდანოვის განცხადებით, გათავისუფლებულებს შორის არიან ქვეითები, საზღვაო ქვეითები, მედესანტეები, ტერიტორიული დაცვის, სპეცოპერაციებისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები, ასევე მესაზღვრეები. „მათი უმრავლესობა 2022 წლიდან იმყოფებოდა ტყვეობაში. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველებიც,” — განაცხადა მან.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ გაცვლის მიღწევაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს შეერთებულმა შტატებმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
ბოლო გაცვლა ამ ორ ქვეყანას შორის 15 მაისს განხორციელდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ის იყო „1000 1000-ის სანაცვლოდ” გაცვლის პირველი ეტაპი — ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპმა 8 მაისს გამოაცხადა.