← მთავარი
მსოფლიო

ევროკავშირმა კრემლთან დიპლომატიური "კონტაქტები" დაამყარა - ოფიციალური პირი

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ევროკავშირმა კრემლთან დიპლომატიური

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიპლომატიურ დონეზე მოკლე კონტაქტები შედგა კომუნიკაციის არხების გასახსნელად, თუმცა არსებითად არაფერი განხილულა“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.ევროპისა და მოსკოვის ხელახლა თანამშრომლობის განხილვა უფრო ხმამაღალი გახდა უკრაინაში ომის შეჩერებასთან დაკავშირებით აშშ-ის მცდელობების ჩიხში შესვლის ფონზე, სანამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყურადღება ირანისკენაა მიპყრობილი.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან ერთად სამიტზე უნდა მივიდეს, ევროპას უფრო აქტიური როლის შესრულებისკენ მოუწოდა.„ნებისმიერ მომავალ სცენარში ევროკავშირს აქვს კონკრეტული ინტერესები, რომელთა დაცვაც საჭირო იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია რუსეთთან დიპლომატიური კავშირის დამყარება“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.„ევროკავშირი შუამავალი არ არის. ის მხარს უჭერს უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებში.“ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა, რომელიც ევროკავშირის ლიდერების შეხვედრებს თავმჯდომარეობს, „მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ ლიდერებთან რუსეთთან შესაძლო ურთიერთობისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განიხილავენ მაშინ, როცა შესაფერისი მომენტი დადგება“.რუსეთში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვისკენ მოწოდებები გააკეთეს გასულ ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ იშვიათ შეხვედრაზე.სამშაბათს საფრანგეთში გამართულ “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე, რომელშიც ზელენსკიც მონაწილეობდა, ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვმა „უნდა დადოს შეთანხმება“, რათა დაასრულოს ომი უკრაინასთან.ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა “დიდი შვიდეულის” სამიტზე შეხვედრაზე უარი თქვა, თუმცა, მისი თქმით, მან ტრამპს ასევე შესთავაზა, რომ შეეძლო რუსეთის ლიდერთან შეხვედრა შეერთებულ შტატებში.

ასევე ნახეთ

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის გათვალისწინებით

← მთავარი