← მთავარი
მსოფლიო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

15 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

რუსეთის ირკუტსკის ოლქში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო.

“ეკიპაჟი კატაპულტირდა. პილოტების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მიწაზე არანაირი დაზიანება არ დაფიქსირებულა. თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე დაფრინავდა,” - წერია უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ ავარიის ადგილზე საჰაერო კოსმოსური ძალების გენერალური სარდლობის კომისია მუშაობს.

← მთავარი