← მთავარი
მსოფლიო

ნაწამები ცხოველები და სკანდალი აშშ-ის ერთ-ერთ ზოოპაკში

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ნაწამები ცხოველები და სკანდალი აშშ-ის ერთ-ერთ ზოოპაკში

ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთი ზოოპარკიდან გაუჩინარებული ჟირაფის ორი ნაშიერი, ერთწლიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ცხოველები საშინელი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათ სამძებრო სამუშაოებში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩაერია.

ორი პატარა ჟირაფი ვირჯინიის “ნატურალ ბრიჯის“ ზოოპარკიდან (Natural Bridge Zoo) 2025 წლის აპრილში გაუჩინარდა. ვირჯინიის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ცხოველები “ფართომასშტაბიანი გამოძიების“ შედეგად იპოვეს და ამჟამად ისინი პროფესიონალურ დაწესებულებაში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ძებნის პროცესში ჩართული იყო ცნობილი მსახიობი ალისია სილვერსტოუნი, რომელმაც 50 000 დოლარის ოდენობის ჯილდოც კი დააწესა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც ჟირაფების პოვნაში დაეხმარებოდათ.

ჯოჯოხეთი ზოოპარკში: 100-მდე წამებული ცხოველი

სკანდალი Natural Bridge Zoo-ს გარშემო ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში აგორდა, როდესაც სამართალდამცავებმა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამოძიების ფარგლებში 100-მდე ბინადარი ამოიყვანეს. გამოძიების დეტალები შემზარავია:

ცხოველები ანტისანიტარიულ და საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. რეიდის დროს 28 ცხოველი უკვე მკვდარი დახვდათ, ნაწილის ევთანაზია კი ჰუმანური მიზნით, მათი მძიმე მდგომარეობის გამო გახდა საჭირო. ზოოპარკმა დამალა ჟირაფების დაბადების ფაქტიც, მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, რომელიც მათ ყველა ახალი ბინადრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებდა.

დაკავებები და 55 სისხლის სამართლის საქმე გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაშიერები დედას სახიფათოდ ადრეულ ასაკში დააშორეს, მაშინ როცა ჟირაფები რძით კვებაზე დაბადებიდან 9-12 თვის განმავლობაში არიან დამოკიდებულნი. ჟირაფების გაუჩინარების საქმეს ზოოპარკის თანამფლობელის, გრეტჩენ მოგენსენის დაკავება მოჰყვა. მას 100-დღიანი პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ უარს ამბობდა გაემხილა, თუ სად იმალებოდნენ ცხოველები. საერთო ჯამში, ზოოპარკის მფლობელებსა და მასთან დაკავშირებულ პირებს ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის 55 მუხლით წაუყენეს ბრალი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა საჯარო ჩანაწერების გაყალბებასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ მიაგნეს გამომძიებლებმა ცხოველებს, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ “გრძელკისერა პატარები“ ახლა საიმედო ხელში არიან. ისინი გადიან შესაბამის სამედიცინო შემოწმებას და იღებენ მხარდაჭერას, რაც მათ გადატანილი ტრავმების დაძლევაში დაეხმარებათ. წყარო იხილეთ ასევე:

3 წლის ბავშვი ნიანგების ვოლიერში ჩააგდეს: დაკავებულია 30 წლის მამაკაცი - ბრიტანეთში მომხდარი შემზარავი დანაშაული პანდების “ფლირტი” ვაშინგტონის ზოოპარკში - “მათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდათ” (ვიდეო)

← მთავარი