← მთავარი
მსოფლიო

ქართველი პოლიტიკოსები ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ, სომხეთის პრემიერი კი თბილისსა და დასავლეთს შორის შერიგებაზე საუბრობს

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
ქართველი პოლიტიკოსები ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ, სომხეთის პრემიერი კი თბილისსა და დასავლეთს შორის შერიგებაზე საუბრობს

ქართველი პოლიტიკოსები, როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“, გამარჯვებას ულოცავენ.საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, X-ზე დაწერა: „გულითადად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს! დღეს სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ეს ისტორიული არჩევანი აძლიერებს დემოკრატიას და ამყარებს ჩვენი რეგიონის ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ!“ ზურაბიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ფაშინიანს მიულოცა 21:05 საათზე მას შემდეგ, რაც ეგზით პოლის შედეგები გამოქვეყნდა, თუმცა წინასწარი შედეგები არ იყო გამოცხადებული.მოგვიანებით, 23:14 საათზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა: „გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის,  ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“.ოპოზიციური პარტიის „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა: „როგორც მოსალოდნელი იყო, სომხეთი ერთადერთ სწორ გზაზე დარჩა. ჩვენც გავსწორდებით. თავისუფალ სომხეთს და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს“.არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოს გაყინული ურთიერთობები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ორი ქვეყნის გზაზე ევროკავშირისკენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოსა და ევროკავშირის, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შერიგებით. ესაა ჩვენი პოზიცია.  ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა საქართველოსთან გაგრძელდება და გაღრმავდება. ის ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს“.ყველა საარჩევნო უბნიდან ხმების დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 49.81% მოიპოვა, რაც, სავარაუდოდ, მას საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა, ხოლო „ძლიერი სომხეთის“ ალიანსმა, რომელიც პრორუსულადაა მიჩნეული, 23.29% მიიღო.This post is also available in:

English Tagsნიკოლ ფაშინიანი სომხეთი

Copy URL URL Copied

← მთავარი