მსოფლიო
ტრამპი: „ირანელები დათანხმდნენ — ბირთვული იარაღი არ იქნება”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანისგან მიიღო გარანტია ბირთვული იარაღის შეუქმნელობის შესახებ.
„ერთადერთი გარანტია, რაც მე უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. ისინი ამაზე დათანხმდნენ და ეს ძალიან საინტერესო იყო,” — განაცხადა ტრამპმა.
ნებისმიერი შეთანხმების პრიორიტეტებს შორის ამერიკელი პრეზიდენტი ასახელებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შეჩერებასა და ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას.
ტრამპი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმების დადებას არ ჩქარობს. „არსად მეჩქარება. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გვინდა — და თუ ვერ მივიღებთ, სხვანაირად დავასრულებთ,” — დასძინა მან.