← მთავარი
მსოფლიო

Reuters: ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა დაახლოებით 200 რუსი სამხედრო — სწავლება უკრაინის ომს ეხებოდა

19 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
Reuters: ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა დაახლოებით 200 რუსი სამხედრო — სწავლება უკრაინის ომს ეხებოდა

ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა რუსი სამხედროების ჯგუფი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის — ამის შესახებ Reuters სამ ევროპულ სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ორენოვანი რუსულ-ჩინური შეთანხმება, რომელსაც მაღალი რანგის ოფიცრები პეკინში 2025 წლის 2 ივნისს მოაწერეს ხელი, ითვალისწინებდა, რომ დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე მომზადებას გაივლიდა პეკინსა და ნანკინში. წყაროების ცნობით, შემდგომში ამ რაოდენობის მოსამსახურეებმა მართლაც გაიარეს მომზადება.

სწავლება ეხებოდა დრონებს, რადიოელექტრონულ ბრძოლას, სამხედრო ავიაციასა და ავშანტექნიკას. შეთანხმებით იკრძალებოდა ვიზიტების გაშუქება და მესამე მხარეებისთვის ამის გამჟღავნება.

შეთანხმება ასევე ადგენდა, რომ ასობით ჩინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლიდა მომზადებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.

სადაზვერვო ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომში „გაცილებით უშუალოდ” ჩართულია, ვიდრე ამ დრომდე ითვლებოდა — სწორედ იმ სამხედროების გაწვრთნის გამო, რომლებიც შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ.

← მთავარი