მსოფლიო
პუტინმა რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა 2,399 მილიონ ჯარისკაცამდე გაზარდა
12 ივნისს პუტინმა ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა 2,399 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა.
ეს წლის დასაწყისიდან მეორე გაზრდაა: მარტში პუტინმა ეს ციფრი 1,502 მილიონით განსაზღვრა. ომამდე, 2022 წლამდე, რუსეთის არმია ერთ მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
12 ივნისსვე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომში 700,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.
ადამიანის უფლებათა დამცველი პროექტის „შკოლა პრიზივნიკას” ცნობით, სამხედრო აღრიცხვის რეესტრში ახლა გაჩნდა ქვეყნის მოქალაქეების რეალური საცხოვრებელი მისამართები — და არა ის, სადაც ისინი ოფიციალურად არიან ჩაწერილი. „სამხედრო კომისარიატებისგან დამალვა სულ უფრო რთული ხდება”, — წერენ უფლებადამცველები.