ზახაროვა: სომხეთის არჩევნები დასავლეთის ჩარევისა და ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციაზე „უპრეცედენტო ზეწოლისა” და „დასავლეთის, პირველ რიგში ევროკავშირის ჩარევის” ფონზე ჩატარებულ პროცესად ახასიათებს.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის” 49.81% „ვერ უზრუნველყოფს ძალაუფლებაზე მონოპოლიას” და წინა საარჩევნო ციკლთან შედარებით პარტიის მხარდაჭერა „შესამჩნევად შემცირდა”. „სომხური საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია,” — განაცხადა მან.
რუსეთის პოზიციაზე ზახაროვამ თქვა: მოსკოვი სომხეთთან ურთიერთობის კურსს ხელისუფლების „ფაქტობრივი ნაბიჯების გათვალისწინებით” ჩამოაყალიბებს. „მოსკოვი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება დაინტერესებული ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული სომხეთით. სომეხი ხალხი ჩვენი მოძმეა,” — აღნიშნა მან, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „ასეთ ვითარებაში მოსახლეობის ყველა ფენის” გათვალისწინების გარეშე „ცალმხრივი გადაწყვეტილებები” ქვეყანაში „შემდგომ დაყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ რყევამდე” მიუყვანს.
ზახაროვა ელოდება, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა „ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომებით” წარმართავს ქვეყნის კურსს.