← მთავარი
მსოფლიო

ბელგია თავისი ყველა F-16 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ბელგია თავისი ყველა F-16 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს

გამოცემა Ukrinform იუწყება, რომ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შესთავაზებს მის მთავრობას, მის მფლობელობაში არსებული ყველა F-16 გამანადგურებელი უკრაინას გადასცეს.

“წელს ჩვენ მათ შვიდი F-16-ის მიწოდებით დავეხმარებით. ანუ, წელს შვიდი F-16 იქნება: ოთხი სათადარიგო ნაწილებისთვის და სამი უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენისთვის, რათა უკრაინა რუსული აგრესიისგან დაიცვას,” - განაცხადა მინისტრმა.

ფრანკენის თქმით, F-16 ეფექტურია, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ.

“მე შევთავაზებ მთავრობას, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ყველა F-16 გადასცეს უკრაინას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გვეყოლება F-35-ები, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს DCA შესაძლებლობები და როლს ვთამაშობთ ნატოს ბირთვულ დოქტრინაში, ამიტომ F-16-ების გადაცემამდე ჯერ F-35-ები უნდა მივიღოთ,” - აღნიშნა ფრანკენმა.

← მთავარი