მსოფლიო
ლონდონი შეიკრა — ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, 4 000 პოლიციელი: „სტარმერი, წადი!”
ლონდონის ქუჩები ათიათასობით ადამიანმა გადაჭედა — ქალაქის ცენტრში ერთდროულად ორი მძლავრი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ერთ-ერთი — ემიგრაციის საწინააღმდეგო — ტომი რობინსონის „Unite the Kingdom” მოძრაობამ მოაწყო. მეორე — პალესტინის მხარდამჭერთა — ქალაქის სხვა უბანში გაიმართა. მიუხედავად განსხვავებული მიზეზებისა, ორივე მსვლელობაზე ერთნაირი ძახილი გაისმოდა: „სტარმერი, წადი!”

სიტუაციის კონტროლისათვის ქალაქში 4 000 პოლიციელი იყო განლაგებული. 11 ადამიანი დააკავეს.
