← მთავარი
მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული

25 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობამ 25 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კინბურნის ცელაზე დროშა აღმართეს მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორიიდან უკან დაიხიეს. ცელა რუსების კონტროლქვეშ 2022 წლის მარტიდან იმყოფებოდა.

განცხადების მიხედვით, რუსულმა ძალებმა “ძლიერი ცეცხლის” ქვეშ დაიხიეს უკან და გადარჩენილი სამხედროების ევაკუაცია, ინფორმაციის გავრცელების დროს, ჯერ კიდევ გრძელდებოდა. 

The blue-and-yellow flag has been raised on the Kinburn Spit. The Defense Forces of the South have forced the Russian occupiers to retreat from their positions. Currently, the evacuation of surviving personnel is underway, and the occupiers are abandoning their defensive lines. pic.twitter.com/j9xkA6QvyG— WarTranslated (@wartranslated) June 25, 2026 უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა Kyiv Independent-ს დაუდასტურა, რომ კინბურნის ცელაზე უკრაინის დროშა აღიმართა. ამავდროულად, პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები სიახლოვეს რჩებიან და ტერიტორიისთვის ბრძოლა გრძელდება.

“დიახ, [რუსი სამხედროები] იძულებულები გახდნენ, გარკვეული ტერიტორიები უკან დაეხიათ, მაგრამ ცელას გათავისუფლების კონტექსტში, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ მტერმა ტერიტორიიდან სრულად დაიხია უკან.” – განუცხადა პლეტენჩკმა უკრაინულ გამოცემას. 

პლეტენჩუკმა დაამატა, რომ დროშის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურია, რაც “დიდად აღიზიანებს” რუსულ ძალებს და მათ “ფხიზლად” ამყოფებს.

მანვე განმარტა, რომ ტერიტორიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთი კინბურნის ცელაზე კონტროლს იყენებს, რათა მიკოლაივის ოლქზე წნეხი შეინარჩუნოს და მიკოლაივის პორტიდან საზღვაო მიმოსვლას ხელი შეუშალოს.

← მთავარი