მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
ვენესუელაში ზედიზედ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 235 ადამიანი დაიღუპა, 4300-ზე მეტი კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების პარალელურად 50 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
24 ივნისს ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც.
25 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყნის დასახმარებლად “დაუყოვნებლივ გზავნის სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას”.
ვენესუელაში ზედიზედ 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუბიოს თქმით, მიწისძვრის შემდეგ აშშ ვენესუელაში დახმარებასა და სამაშველო ჯგუფებს გზავნის