რუსეთმა უკრაინაზე 117 დრონით შეიტია — მსხვერპლი და ნგრევაა სოფელ კუშჩუში და სხვა ოლქებში
12 ივნისს ღამე რუსეთმა უკრაინაზე 117 უპილოტო საფრენი აპარატით შეიტია. უკრაინის საჰაერო ძალებმა 102 დრონი მოიგერია; 14-მა 7 სხვადასხვა ადგილს პირდაპირი დარტყმა მიაყენა.
სუმის ოლქის შოსტკის სარკინიგზო სადგურზე შეტევისას სადგურის ოპერატორი ქალი დაიღუპა, სადგურის მორიგე კი დაიჭრა. ზაპოროჟიეს ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა, 60-ზე მეტი სახლი და სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა ან დაინგრა. ნიკოლაევში სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ორი კერძო სახლი დაინგრა, ათზე მეტი დაზიანდა. კიევის ბორისპოლის რაიონში ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც დილის რვა საათისთვის ლიკვიდირებული იყო.
უკრაინამ პარალელურად რუსეთსაც დაარტყა. თათრეთის რესპუბლიკაში ნიჟნეკამსკის ნავთობქიმიურ ქარხანაზე „ტანეკოზე” შეტევა იყო. სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში ქიმიურ საწარმოზე ხანძარი გაჩნდა. ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე რაიონში — მათ შორის საკის სამხედრო აეროდრომთან — აფეთქებები იყო.
„როსნეფტის” სამარის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით შეტევის შემდეგ წარმოება შეაჩერა, Reuters იტყობინება.