მსოფლიო
ზელენსკი: „ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა” — უკრაინამ კრასნოდარის ნავთობქარხანას დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter) დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა — რუსეთის საზღვრიდან 500 კილომეტრში.
„ჩვენ სამართლიანად ვაბრუნებთ ომს იქ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს შეეძლო დიდი ხნის წინ შეეწყვიტა აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მისი გაჭიანურება აირჩია. ასე რომ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთ ობიექტს მივაღწიეთ — არმავირს, კრასნოდარის მხარეში,” — წერს ზელენსკი X-ზე.