← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

6 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი.

ამ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

„დაშავდა 46 ადამიანი, მათგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის - სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში. ყველაზე მეტად პოდოლსკის რაიონი დაზარალდა“, - წერს კლიჩკო.

უკრაინელი მაშველების ცნობით:

პოდოლსკის რაიონში საცხოვრებელი 9-სართულიანი კორპუსი დაზიანდა - ნგრევამ მეხუთედან მეცხრე სართულამდე მონაკვეთი მოიცვა.

ამ წუთებშიც გრძელდება მოქალაქეების ძებნა 21-სართულიან საცხოვრებელ სახლში, სადაც შენობა მეორედან მეხუთე სართულამდეა დანგრეული.

კიევის სხვადასხვა ნაწილში ასევე დაფიქსირდა ნამსხვრევების ჩამოვარდნა და ხანძრები. დედაქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

← მთავარი