← მთავარი
მსოფლიო

„დღეს ირანთან ომი დავასრულეთ" — ტრამპი ბირთვული შეთანხმების გარღვევაზე

12 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„დღეს ირანთან ომი დავასრულეთ" — ტრამპი ბირთვული შეთანხმების გარღვევაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომი დაასრულა.

„არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით — ეს იყო მთელი მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი,” — განაცხადა ტრამპმა.

ამის წინ ტრამპმა უკვე აცხადებდა, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს და საბოლოო დოკუმენტს ხელი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ევროპაში მოეწეროს. ირანის საგარეო უწყებამ ამ ინფორმაციას „სპეკულაცია” უწოდა და განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

← მთავარი