← მთავარი
მსოფლიო

80 000 მცხოვრები, ატომური ენერგია, ტრამვაი — როგორი იქნება მსოფლიოს პირველი „მცურავი ქალაქი”

3 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
80 000 მცხოვრები, ატომური ენერგია, ტრამვაი — როგორი იქნება მსოფლიოს პირველი „მცურავი ქალაქი”

სპეციალისტები მუშაობენ პროექტზე, რომელიც მსოფლიოში პირველი „მცურავი ქალაქის” შექმნას ითვალისწინებს. Freedom Ship-ის იდეა ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში გაჩნდა, თუმცა კომპანია Freedom Cruise Line-ის გენერალური დირექტორი როჯერ გუჩი მას დღეს ახლებური სიცოცხლეხ შთაბერავს.

ხომალდი ატომურ ენერგიაზე იმუშავებს. მისი სიგრძე 1,6 კილომეტრი იქნება — ეს მასშტაბებით Royal Caribbean-ის ყველა ლაინერს გადააჭარბებს. სავარაუდო ღირებულება — 16,16 მილიარდი დოლარი.

ბორტზე მუდმივ საცხოვრებელს 50 000 ადამიანი ეყოლება, 10 000 ადგილი ტურისტებისთვის იქნება გამოყოფილი, 20 000-კაციანი ეკიპაჟი კი მგზავრთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

„ეს საკრუიზო გემი არ არის — მას კონკრეტული მარშრუტი ან დანიშნულების ადგილი არ ექნება. Freedom Ship — სტაბილური, დამოუკიდებელი სქალაქო გარემოა, რომელიც მუდმივად ატარებს წრეს დედამიწის გარშემო,” — განმარტავენ კომპანიაში.

ხომალდზე ქალაქის ყველა ელემენტი იქნება: სკოლები, კოლეჯები, მაღაზიები, ბანკები, ღამის კლუბები, ორსართულიანი კვების ზონა, 15 000-ადგილიანი სპორტული სტადიონი, აკვაპარკი, საკონფერენციო ცენტრი, საკონცერტო დარბაზი და ორი მუზეუმი. მაცხოვრებლებს ზონებს შორის გასადგილებლად ფუტურისტული ტრამვაის სისტემა მოემსახურება.

ხომალდი იმდენად დიდი იქნება, რომ ვერცერთ პორტში ვერ შევა — ის მუდმივად საერთაშორისო წყლებში დარჩება. დედამიწის ირგვლივ ერთი სრული ვირის დასარტყმელად 2-დან 3 წლამდე დასჭირდება.

← მთავარი