მსოფლიო
ამერიკული Apache ჰორმუზის სრუტის მახლობლად ჩამოვარდა — ტრამპი ამბობს, პილოტები გადარჩნენ
ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი Apache ჩამოვარდა. ინფორმაცია პირველად The New York Times-მა გაავრცელა, შემდეგ კი ტრამპმა ჟურნალისტებთან დაადასტურა: „ვერტმფრენის პილოტები გადარჩნენ.” ინციდენტის დეტალები 9 ივნისს გამოცხადდება.
ამერიკული Apache-ები ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადის ოპერაციაში მონაწილეობენ — ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზი ჩაკეტა. 2026 წლის აპრილიდან მხარეებს შორის დროებითი ზავი მოქმედებს.
The New York Times-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Apache-ის ორი პილოტი გადარჩა; კატასტროფის მიზეზი კი — ირანის ძალების შესაძლო მოქმედება, ტექნიკური გაუმართაობა თუ სხვა ფაქტორი — ჯერ დადგენილი არ არის. გამოძიება მიმდინარეობს.