← მთავარი
მსოფლიო

მადიარ ბროვდი: რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი ერთ ღამეში დავაზიანეთ

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მადიარ ბროვდი: რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი ერთ ღამეში დავაზიანეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ მადიარ ბროვდის თქმით, 7 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა აზოვის ზღვაში რუსეთის ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” რვა ტანკერს დაარტყეს.

ბროვდის თქმით, ოპერაცია 414-ე ცალკეული ბრიგადის “მადიარის ჩიტების” ქვედანაყოფმა ჩაატარა.

“რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის რვა ტანკერი ერთ ღამეში იქნა დაზიანებული. ყირიმისთვის საწვავის მიწოდებისთვის ბრძოლა აზოვის ზღვაში გრძელდება.” - თქვა ბროვდიმ.

მისივე ინფორმაციით, საწვავით დატვირთული ტანკერების გარდა, დარტყმის სამიზნეები იყო ერთი მშრალი ტვირთმზიდი და ბორანიც. ბროვდის მტკიცებით, დაზიანებული ტანკერები იწვის.

ბროვდის თქმით, დაზიანებული ხომალდები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

← მთავარი