რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის “ვადაგასული” რაკეტა მოხვდა
რუსეთ-უკრაინის ომი • 13 წუთის წინ
რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ დააზიანა. ცნობისთვის, 15 ივნისის ღამის საათებში რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია. კრემლმა განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტა, შესაძლოა, შეცდომით იყო გაშვებული, ვინაიდან, სამინისტროს მტკიცებით, დასავლურმა სახელმწიფოებმა უკრაინას ვადაგასული შეიარაღება მიაწოდეს. "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ მიაქვთ და ამას არც გეგმავენ." – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ დაწერა, რომ უკრაინა UNECO-სა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და რუსულ თავდასხმაზე “მყისიერ და ადეკვატურ პასუხს” მოითხოვს. “კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უწმინდესი ძეგლია, პუტინმა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში საკუთარი სახელი ჩაწერა. […] მხოლოდ რუს არამზადებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი UNESCO-ს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლია.” – დაამატა სიბიჰამ. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც ხაზი გაუსვა “რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების” პასუხად მსოფლიოს რეაგირების მნიშვნელობას. ამას გარდა, ტაძარზე რუსეთის დარტყმას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ “კაცობრიობის, ისტორიისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ” მორიგი რუსული დანაშაული უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„მივესალმებით აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას“ – კობახიძე
ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ ეს "კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას" გამოიწვევს. "მივესალმებით ამერიკის შეერთ...
პოლიტიკა
• 15 წუთის წინ
„ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს და გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ“ – ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპს საქართველოს საკითხზე უთხრა, რომ ქართულმა რეჟიმმა არასწორი გზა აირჩია, რაც ევროპავშირისკენ არ მიდის. “ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი სრუ...
პოლიტიკა
• 16 წუთის წინ
„შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შე ნაძირალა“ - დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე
ხმაური და დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმანეთს სამეურვეო საბჭოს წევრები, ტელევიზიის თანამშრომლები და ხელმძღვანელო...
საზოგადოება
• 36 წუთის წინ
,,მართლმადიდებლობა რუსულად“ - ნიკა გვარამია კიევ-პეჩერის ლავრის აფეთქებაზე
,,კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია: ,,მართლმადიდებლობა რუსულად: რუსებმა დაბომბეს და ცეცხლში გაახვიეს მართლმადიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კერა მსოფლიოში, კიევ-პეჩერის ლავრა. სლავური...
სოცმედია
• 48 წუთის წინ
„ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს“ - გია მურღულია
"რატომღაც, ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. ეს არის მათი...
საზოგადოება
• 54 წუთის წინ
ლიზა ბაგრატიონი და საზმაუს თანამშრომლები ბოდიშს იხდიან და ამტკიცებენ, რომ 10 წლის ბავშვის დაცემა ვერ შენიშნეს
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღის გადაცემის წამყვანი, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ბოდიშს უხდის 10 წლის ბავშვს და მის ოჯახს, რომელმაც გადაცემაში გუნდის სიმღერის გონება დაკარგა. “პირველმა არხმა“ სათვალთვა...
საზოგადოება
• 56 წუთის წინ
მეტის ნახვა