მსოფლიო
კანადა და უკრაინა შეთანხმდნენ: უკრაინული დრონები კანადაში დამზადდება
კანადის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 30 მაისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების კანადის ტერიტორიაზე წარმოების შესახებ.
შეთანხმება ეხება ორი კომპანიის თანამშრომლობას: უკრაინური Airlogix-ი და კანადური Sentinel Research and Development. კანადის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს პარტნიორობა ქვეყანას „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების შიდა საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაში” ეხმარება და ეკონომიკურ სარგებელსაც მოაქვს.
ოტავამ 3 აპრილს უკრაინისთვის დაახლოებით 39 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტიც გამოაცხადა, რომლის უდიდესი ნაწილი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე — ICRC-ზე, გაეროს UNHCR-სა და მსოფლიო სასურსათო პროგრამაზე — გადანაწილდება.