← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინას, რასაც მოჰყვა მსხვერპლი

5 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინას, რასაც მოჰყვა მსხვერპლი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დარტყმები სამ ადგილას აღინუსხა, ხოლო ნამსხვრევები ჩამოვარდა რვა ადგილას.

ხარკოვის რეგიონში, ბოჰოდუხოვზე დრონით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის თქმით, დაზიანდა სუპერმარკეტი, ავეჯის მაღაზია და ავტომობილები.

ზაპოროჟიში ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი დაანგრია და 42 საცხოვრებელი შენობა დააზიანა.

დნეპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადში, ორი ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მაღაზია დაზიანდა. სუმიში, ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქში კი 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელი.

წინა დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა “სინამდვილესთან შეუსაბამო” უწოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ რუსეთის არმიამ სრულად დაიკავა უკრაინის ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქში.

ეს ცნობა შაბათს უარყო გენერალური შტაბის პრესმდივანმა, ანდრი კოვალიოვმა.

რუსეთმა სისხლიანი იერიში მიიტანა კიევზე გასულ კვირაში, როცა რაკეტებით და დრონებით 2 ივლისს დაარტყეს უკრაინის დედაქალაქს.

დაიღუპა 30 და დაშავდა 90 ადამიანი. დაინგრა და დაზიანდა ათეულობით სახლი და სხვა შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს.

← მთავარი