← მთავარი
მსოფლიო

ავიაკატასტროფა ინდოეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ავიაკატასტროფა ინდოეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

ინდოეთში, საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდოეთის საჰაერო ძალების An-32-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ასამის შტატში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ინდოეთის საჰაერო ძალების ხუთივე წევრი დაიღუპა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.

← მთავარი