მსოფლიო
ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთია — ვინ არის ცეცხლოვანი დარა
„ევროვიზია 2026”-ის გამარჯვებელი ბულგარეთის წარმომადგენელი, 27 წლის პოპვარსკვლავი დარა გახდა — ენერგიული სიმღერით „Bangaranga”. ეს ბულგარეთის ისტორიაში „ევროვიზიის” პირველი გამარჯვებაა.
მეორე ადგილი ისრაელის, მესამე — რუმინეთის წარმომადგენელმა დაიკავა.
საყურადღებოა, რომ კონკურსის ფავორიტად დარა არ ითვლებოდა. ის ბულგარეთში ცნობილი პოპ-მომღერალია, გამოირჩევა უნიკალური ხმის ტემბრითა და ცეცხლოვანი სასცენო პერფორმანსებით. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია „Thunder”, „Call Me” და „Mr. Rover”.
საქართველოს წელს ჯგუფი „ბზიკები” წარადგენდა. სამწუხაროდ, ისინი ფინალში ვერ გავიდნენ და კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.