მოსკოვმა ხოდორკოვსკი 10 წლიანი პატიმრობით დაუსწრებლად გაასამართლა
მოსკოვის სასამართლომ „იუკოსის” ყოფილ თანამფლობელს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მიხაილ ხოდორკოვსკის, 10-წლიანი სასჯელი დაუსწრებლად მიუსაჯა — ბრალდება: ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელება რუსეთის არმიის შესახებ.
პროკურატურა 14-წლიან სასჯელს ითხოვდა; დაცვა — გამართლებას. ხოდორკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ომს ეწინააღმდეგება და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას.
სასამართლო ობიექტი 2022 წლის სექტემბრის პოსტია — ომში რუსეთის სავარაუდო დანაკარგებზე — და 2024 წლის ივლისის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა რუსი ჯარისკაცების მიერ. „ყალბ ცნობად” რუსეთის სასამართლოები ომზე ნებისმიერ განცხადებას მიიჩნევს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება.
ხოდორკოვსკის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეც არსებობს: ბრალდება მოიცავს „ტერორისტულ თემთან” კავშირს, ხელისუფლების ძალისმიერ ხელში ჩაგდებასა და ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებს.