ტრამპი: ირანთან შეთანხმება ძირითადად მიღწეულია, გაიხსნება ჰორმუზის სრუტეც
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან შეთანხმების საბოლოო ჩამოყალიბების გზაზეა. 23 მაისს ტრამპმა ტელეფონით ისაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტ ელ-სისისთან, იორდანიის მეფე აბდულა II-თან, ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან, პაკისტანის ფელდმარშალ სეიდ ასიმ მუნირ აჰმედ შაჰთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა საუბარი „ძალიან კარგად” ჩაიარა. მისი სიტყვებით: „შეთანხმება ძირითადად მიღწეულია — ის უნდა დამტკიცდეს შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა მხარეებს შორის. შეთანხმების სხვა ელემენტებთან ერთად, გაიხსნება ჰორმუზის სრუტეც.”
CBS-თან ინტერვიუში ტრამპმა ერთი დღით ადრეც განაცხადა, რომ ამერიკა და ირანი „ბევრად უახლოვდებიან” ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შეთანხმებას. ნეთანიაჰუსთან „ცალკე საუბარი” ასევე „ძალიან კარგად” ჩაიარა, — ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.
საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ განიხილება და „მალე გახდება ცნობილი”.