ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის გენერალურ პროკურორს და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონს
გარდა ამისა, შეზღუდვები დაეკისრათ ბავშვთა ყოფილომბუდსმენს, პაველ ასტახოვს და კულტურული ინიციატივების საპრეზიდენტო ფონდს.სანქციების სიაში მოყვნენ ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ოლეგ ნეფიოდოვი (მან არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ექსტრემისტულად, ამერიკული იურიდიული პირი, “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი” და „რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“კი „ტერორისტულად“ გამოაცხადა), ომსკის საავადმყოფოს მწვავე მოწამვლის განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსანდრ საბაევი (ის მუშაობდა იმ საავადმყოფოში, სადაც ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ და გერმანიაში ევაკუაციამდე მკურნალობდა), ომსკის №1 სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი და ნავალნის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ეფესბეს (უშიშროების ფედერალური სამსახურის) თანამშრომლები ოლეგ ტაიაკინი, ვალერი სუხარიოვი, ალექსეი კრივოშჩეკოვი, მიხაილ შვეცი და ვასილი კალაშნიკოვი.სანქციები დაუწესეს ასევე ომის მომხრე ბლოგერ კირილ ფიოდოროვს, ჟურნალისტს და RT Documentary-ს პროდიუსერს, ოლგა კირის, RT-სა და „კომერსანტის“ მიმომხილველს, იგორ მალცევს, ასევე „კრიმსკაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, მარია ვოლკონსკაიას და მწერალ რომან ანტონოვსკის.იურიდიული პირების გარდა, სანქციები დაუწესეს საწარმოებს, მაგალითად, დრონების ქარხანას, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევების ფონდს, ასევე რიგ სანაოსნო და ლოგისტიკურ კომპანიებს რუსეთიდან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანიდან და ლიბერიიდან. სულ, ევროკავშირის განახლებულ სიას რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 80-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა.ევროკავშირმა განაცხადა, რომ სანქციები მიმართულია იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, ბრიუსელის აზრით, მხარს უჭერენ რუსეთის მთავრობას ან ხელს უწყობენ ადრე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას. სიაში ასევე შედიან კომპანიები და პირები რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე ქვეყნებიდან.
ასევე ნახეთ
თბილისში დაკავებულ FBI-ისგან ძებნილ ტატიანა კურაშკევიჩს აშშ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ედავება