რუსეთმა მიანიშნა, რომ უკრაინამ მათ წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა
რუსეთმა მიანიშნა, რომ უკრაინამ ომში მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტები პირველად გამოიყენა.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, შვიდ მართვად ბომბთან და 602 დრონთან ერთად, “შორი რადიუსის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტაც” ჩამოაგდეს.
სამინისტროს არ უთქვამს, თუ რა ტიპის იარაღი იგულისხმებოდა აღნიშნულ რაკეტაში, ხოლო უკრაინას საჯაროდ არ დაუდასტურებია ბალისტიკური რაკეტის გამოყენება.
თუმცა, მანამდე თავდაცვის სფეროს უკრაინულმა კომპანიამ, Fire Point-მა, განაცხადა, რომ მათ მიერ დამზადებული FP-9 ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსაცდელ ფრენასთან ახლოს იყო. კომპანიის მთავარი დიზაინერი ივნისში ამბობდა, რომ მისი გამოცდა შესაძლოა, ამ ზაფხულს ან ადრე შემოდგომაზე დაწყებულიყო.
Bloomberg-ის მიხედვით, დადასტურების შემთხვევაში, იარაღის გამოყენება ახალი ეტაპი იქნება უკრაინისთვის, რათა შორი რადიუსის იერიშების შესაძლებლობებისთვის წარმოება ქვეყნის შიგნით გაფართოვდეს.