ბიანკა თბილისის ქუჩებში პრაქტიკულად შიშველი გამოჩნდა - უცხოური მედია ქანიე ვესტისა და მისი ცოლის მორიგ ფოტოებს აქვეყნებს საქართველოდან
ცნობილმა რეპერმა, ქანიე ვესტმა თბილისში, “დინამო არენაზე” 12 ივნისს კონცერტი გამართა.
რეპერს საქართველოში თან ახლდა მეუღლე ბიანკა ცენსორი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თამამი სტილით და თითქმის ყოველთვის, ნახევრად შიშველი გადაადგილდება.ბიანკამ თავის ჩვეულ სტილს არც ამჯერად უღალატა და მან მედიის ყურადღება თბილისის ქუჩებიდანაც მიიპყრო.
საქართველოში მან რამდენიემ სხვადასხვა ლუქი მოირგო. თავდაპირველად კამერებთან გრძელი, შავი გამჭვირვალე კაბით და ნიღბით გამოჩნდა, ხოლო ამჯერად ვრცელდება ფოტოები სადაც რეპერის ცოლს გამჭვირვალე ე.წ. ბოდე აცვია და ზურგი მოშიშვლებული აქვს. ფოტოებს “დეილი მეილი” აქვეყნებს. ქანიეს კონცერტის შემდეგ, საქართველოში, ბიანკა გამჭვირვალე ბოდეში გამოწყობილი, პრაქტიკულად შიშველი გამოჩნდა - წერს “დეილი მეილი”.
ნახეთ ასევე: ბიანკას მორიგი სექსუალური გამოჩენა თბილისის ქუჩებში - ქანიე ვესტი “ინსტაგრამზე” საქართველოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს