ირანის მომლაპარაკებელი: შეთანხმება არ მოხდება, თუ შედეგები ხელშესახები არ იქნება
ირანის პარლამენტის სპიკერი და აშშ-ირანის მოლაპარაკებებში ირანის მხარის ხელმძღვანელი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი განაცხადა, რომ ტეირანი შეთანხმებაზე ხელს მოაწერს მხოლოდ ხელშესახები შედეგების პირობებში.
„ჩვენ არ გვჯერა მტრის სიტყვებისა და დაპირებებისა. ჩვენი ერთადერთი კრიტერიუმია ხელშესახები შედეგების მიღწევა, სანამ სანაცვლოდ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ”, — განაცხადა ღალიბაფმა საპარლამენტო სპიკრის თანამდებობაზე ხელახალი ფიცის დადების შემდეგ.
მოლაპარაკებების ფონი
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომში ცეცხლის შეწყვეტის ფონზე პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება სრული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. წინასწარი შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას კიდევ 60 დღით, სანამ ბირთვულ პროგრამაზე კომპლექსური მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ნიუ იორქ თაიმსის” წყაროს თქმით, შეთანხმება ახლოსაა, თუმცა გარკვეული საკითხები — მათ შორის გაყინული ირანული სახსრების განბლოკვა — კვლავ განხილვას საჭიროებს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა 29 მაისს დაადასტურა, რომ შეხვედრა ირანთან შეთანხმების ჩარჩოს გარშემო დასრულდა, თუმცა ტრამპის პოზიცია პირობებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საჯარო არ გამხდარა.