← მთავარი
მსოფლიო

დედის ჩვენება: "დაბადების დღიდან ნასვამი მოვიდა, ანტიდეპრესანტი მიიღო და..." - რა გახდა "შერბეთის" ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დედის ჩვენება:

გუშინ თურქული ტელე სამყარო სამწუხარო ამბავმა შეძრა. 35 წლის ასაკში ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი, ეჯე ირთემი გარდაიცვალა. მაყურებელმა ის ბოლოს სერიალ „შერბეთში“ განსახიერებული იშილის პერსონაჟით შეიყვარა. მისმა მოულოდნელმა და ფატალურმა აღსასრულმა ხელოვანთა წრეებსა და სოციალურ ქსელებში უდიდესი მწუხარება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ტრაგედია მსახიობის დაბადების დღიდან სულ რაღაც ერთ დღეში დატრიალდა. სანამ სამართალდამცავები მომხდარის მიზეზებს იძიებენ, მედიაში მისი დედის, ნურიე ირთემის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენება გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეჯე ირთემს კარიერის განმავლობაში მრავალ სატელევიზიო პროექტში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწორედ „ეშრეფში“ შესრულებული როლით მოექცა.

მანამდე მან მაყურებელს თავი შეაყვარა ისეთი პოპულარული სერიალებით, როგორებიცაა „პატიმარი“ , „მისტერ შეცდომა“, „პაიტახტი აბდულჰამიდი“ და „ახალი პატარძალი“. იგი ეკრანის ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ სახედ ითვლებოდა. კოლეგები და თაყვანისმცემლები ეჯეს არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭის, არამედ მისი დაუცხრომელი ენერგიისა და თბილი, მომღიმარი ბუნების გამო აფასებდნენ. სწორედ ამიტომ, მისმა უეცარმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა. ტრაგედიის გაგებისთანავე სოციალურ ქსელებში უამრავი სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კი მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს. ცნობილი გახდა, რომ ეჯე ირთემი სტამბოლში, ქადიქოის რაიონში მდებარე იმ ბინაში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. პირველადი სამედიცინო შეფასებით, სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა საბოლოო და ზუსტი პასუხი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში პირველადი გაკვეთისა და ანალიზებისთვის საჭირო ნიმუშების აღების პროცედურა უკვე დასრულდა. მორგის წინ შეკრებილი მეგობრებისა და ახლობლების გლოვის ფონზე, ახალგაზრდა მსახიობის ცხედარი მამას - პენსიაზე გასულ პროკურორს, ვურალ ირთემს გადაეცა.

მსახიობის ოჯახის ადვოკატმაც დაადასტურა, რომ პირველადი სამედიცინო მონაცემები გულის შეტევაზე მიუთითებს, თუმცა დასძინა, რომ გამოძიება საქმეს უდიდესი სიფრთხილითა და დეტალურად სწავლობს. რა უამბო დედამ სამართალდამცავებს? გამოძიების ფარგლებში პოლიციამ გარდაცვლილის დედა, ნურიე ირთემი დაკითხა, რომლის ჩვენების დეტალებიც მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა. დედის მონათხრობის მიხედვით, 14 ივნისს, ეჯეს დაბადების დღის აღსანიშნავად, დედა-შვილი საღამოს საათებში სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში წავიდა. მათ სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს, სასიამოვნო დრო გაატარეს და შინ გვიან ღამით დაბრუნდნენ. ნურიე ირთემმა აღნიშნა, რომ სახლში მისვლისას მისი ქალიშვილი ნასვამი იყო. მიიღო ანტიდეპრესანტი, რომელსაც ექიმის დანიშნულებით, სისტემატურად სვამდა. ამის შემდეგ შვილი დასაძინებლად დააწვინა. ღამით შემოესმა, რომ ეჯე წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა, თუმცა მალევე ისევ თავის ოთახში დაბრუნდა. მომდევნო დილას ნურიემ შვილს საუზმედ დაუძახა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, მის ოთახში შევიდა და გოგონა საწოლში უძრავად მწოლიარე იპოვა. გარდაცვლილი მსახიობის დედის, ნურიე ირთემის ოფიციალური ჩვენებიდან: “შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ერთ-ერთ დაწესებულებაში ვიყავით. სახლში 20:36 საათზე დავბრუნდით. ვინაიდან ჩემი ქალიშვილი საკმაოდ ნასვამი იყო, ანტიდეპრესანტი დაალევინე და ლოგინში ჩავაწვინე. დილით საუზმე მოვამზადე და დავუძახე, თუმცა ხმა არ გამცა. ოთახში რომ შევედი, შევამჩნიე, რომ პირიდან მუქი ფერის სითხე ჰქონდა გადმოსული. იგი ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს და ამავდროულად ძლიერმოქმედ ანტიდეპრესანტებს სვამდა.“ წაიკითხეთ ასევე:

სერიალ “შერბეთის” და თურქული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი საკუთარ სახლში, დაბადების დღის მეორე დღეს გარდაიცვალა - რა არის ცნობილი 35 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზებზე

← მთავარი