აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა მას შემდეგ, რაც ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს თავს დაესხა. ხელახალი სანქციები ძალაში 17 ივლისიდან შევა.
გამოცემა Reuters წერს, რომ აშშ-ს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.
7 ივლისს, გამოცემა Axios-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მიმავალ სავაჭრო გემებს, სულ მცირე, 2 რაკეტა ესროლა.
ამის შემდეგ, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამის საპასუხოდ, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია დაიწყეს.
იქამდე, 22 ივნისს, შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ ირანული ნავთობის წარმოებაზე, მიწოდებასა და გაყიდვაზე ნებართვა გასცა. ზოგადი ლიცენზია საშუალებას აძლევდა ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოებას, მიწოდებას და გაყიდვას 21 აგვისტომდე, თუმცა, ხელახალი სანქციების შემდეგ, ამ თარიღმა 17 ივლისამდე გადმოიწია.