← მთავარი
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ: „ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს“

5 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ: „ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს“

“ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში 4 ივლისს დონალდ ტრამპთან გამართული იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გადამწყვეტი იქნება ამერიკის მტკიცე პოზიცია უკრაინაში ომის დასრულების საქმეში.

“მადლიერნი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების იმ დახმარებისთვის, რომელიც მივიღეთ - დაწყებული Javelin-ებითა და Patriot-ებით, დამთავრებული პოლიტიკური მხარდაჭერით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამერიკელს, ვისაც უკრაინის, ევროპის და მთელი იმ სამყაროს მომავალი აღელვებს, სადაც თავისუფლებას მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ როგორც ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ისე ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის მტკიცე პოზიცია ამ პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე მსჯელობას ნატო-ს ანკარის სამიტზე გავაგრძელებთ.

გმადლობთ, ამერიკის შეერთებულო შტატებო! გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო! გილოცავთ 4 ივლისს! ვუსურვებ ამერიკელ ხალხს მუდმივ კეთილდღეობას და ყოველგვარ წარმატებას,” - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე.

← მთავარი