ტრამპი: პუტინი ზეწოლას გრძნობს, ომის დამთავრება უნდა, უკრაინასაც სურს დასრულება
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზეწოლის ქვეშაა და ომის დასრულების ძალისხმევა იმაზე ჩქარა ვითარდება, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია.
ტრამპის მტკიცებით, რუსეთი ომის დასრულების გზას ეძებს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
“ვფიქრობ ის (რედ. - პუტინი) ზეწოლას გრძნობს. მას დასრულება სურს, უკრაინასაც სურს დასრულება და ჩვენ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. ვნახავთ თუ მივალთ დასასრულამდე. ეს საშინელებაა.” - თქვა ტრამპმა ჟურნალისტების წინაშე.
ტრამპმა დაამატა, რომ წარსულში ამ ომს ყველაზე მარტივად დასასრულებლად მიიჩნევდა, რადგან პუტინსა და ზელენსკის იცნობდა. მან აღნიშნა, რომ ახლა ორივეს სურს ომის დასრულება და ამ საკითხს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ.
“თუმცა მგონია, რომ იმაზე ჩქარა მივიწევთ წინ, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. პრეზიდენტ პუტის მისი დასრულება სურს და ზელენსკისაც მართლაც სურს ახლა დასრულება. NATO-ს შეხვედრაზე ვიქნებით და ამაზე ვილაპარაკებთ.” - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 4 ივლისს შედგა. შემდეგ ის ზელენსკისაც ესაუბრა.