← მთავარი
მსოფლიო

СБУ: ოკუპირებულ ყირიმში მტრის აეროდრომზე იერიში მივიტანეთ, დაზიანებულია ორი Су-30

1 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
СБУ: ოკუპირებულ ყირიმში მტრის აეროდრომზე იერიში მივიტანეთ, დაზიანებულია ორი Су-30

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომ საკიზე უკრაინამ წარმატებული იერიში მიიტანა. ოპერაციის სამიზნე აეროდრომის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გამანადგურებელი თვითმფრინავების ანგარები იყო, ნათქვამია СБУ-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, დადასტურებულია СБУ-ს დრონების ხუთი ზუსტი მოხვედრა ანგარებზე, სადაც საავიაციო ტექნიკა ინახებოდა. ამ ეტაპზე დარტყმის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულა.

“წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს ორ ანგარში იმყოფებოდა Су-30 და Су-30СМ ტიპის გამანადგურებლები. შეტევის შემდეგ იმ ანგარში, სადაც Су-30СМ იდგა, ხანძარი დაფიქსირდა, რაც სამიზნის წარმატებით განადგურებაზე მიუთითებს” - ნათქვამია СБУ-ს განცხადებაში.

სამსახურის შეფასებით, თითოეული ასეთი თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება, კომპლექტაციის მიხედვით, 30-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.

← მთავარი