ისრაელმა ლიბანს კვლავ დაარტყა. ტრამპი აცხადებს, რომ ომის განახლების შესაძლებლობა მაინც აქვს
ისრაელმა ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა ლიბანში, სადაც საომარი მოქმედებები უფრო ფართო ზავს საფრთხეს უქმნის.„ეს ურთიერთგაგების მემორანდუმია. და თუ ის არ მომეწონება, ჩვენ კვლავ დავიწყებთ სროლას, მათ თავზე ბომბების ჩამოყრას”, - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში, “დიდი შვიდეულის” (G7) სამიტზე, სამი დღის წინ მიღწეული შეთანხმების შესახებ.„თუ არ მომეწონა, თუ ისინი [კარგად] არ მოიქცევიან, ჩვენ კვლავ დავუწყებთ პირდაპირ თავში ბომბების სროლას”, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.ირანთან შეთანხმებას მიესალმნენ G7-ის სამიტზე, რომელიც გაიმართა საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში. შვეიცარიაში, ჟენევის ტბის ნაპირზე 19 ივნისს დაგეგმილ ცერემონიაზე ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება.G7-ის სამიტზე ლიდერებმა ასევე მოითხოვეს ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, როგორც ამას მემორანდუმი ითვალისწინებს. ლიბანში ისრაელი აწარმოებს საომარ ოპერაციას ირანის მოკავშირე ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომელიც ირანის მიმართ სოლიდარობის ნიშნით ომში ჩაერთო მარტის დასაწყისში. ლიბანის სამხრეთში საომარი ოპერაციის დროს მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაასახლეს, რამდენიმე ათასი დაიღუპა.14 ივნისს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ იქ ბრძოლა შენელდა, მაგრამ არ შეწყვეტილა და ისრაელი, რომელიც მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, აცხადებს, რომ იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას.ლიბანის სახელმწიფო მედია იუწყება 17 ივნისს ისრაელის ახალი საჰაერო დარტყმებისა და არტილერიის ცეცხლის შესახებ ქვეყნის სამხრეთში. ლიბანის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ჰეზბოლამ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულადაა გამოცხადებული) ორი დრონით მიიტანა იერიში სამხრეთში ისრაელის ძალებზე.დაჯგუფებას საჯაროდ არ განუცხადებია თავდასხმების შესახებ.“დიდი შვიდეულის” სამიტმა ტრამპს საშუალება მისცა, ირანთან თავისი შეთანხმება წარედგინა მოკავშირეებისთვის, ბრიტანეთისთვის, კანადისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის, იტალიისა და იაპონიისთვის.ისინი იზიარებენ ვაშინგტონის შეშფოთებას ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა საკითხებზე, მაგრამ არ დაუჭერიათ მხარი ომის დაწყების გადაწყვეტილებისთვის და შიშობენ, რომ თეირანმა უპირატესობა მოიპოვა სუპერსახელმწიფოს თავდასხმისთვის გაძლებით და სრუტეზე კონტროლის დამყარებით.მათ განაცხადეს, რომ მზად არიან წვლილი შეიტანონ შეთანხმების განხორციელებაში, კოალიცია კი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მეთაურობით ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შემდეგნაოსნობის უსაფრთხოებაში ჩაერთვება.
ასევე ნახეთ
ირანთან აშშ-ის შეთანხმება მოიცავს 300 მილიარდი დოლარის ფონდს, რომლის ნახევარზე მეტი უკვე გამოყოფილია - Reuters-ის წყარო