მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ კონსტიტუცია განაახლა — კიმ ჩენ ინის მკვლელობის შემთხვევაში ავტომატური ბირთვული დარტყმა გარდაუვალი გახდება
ჩრდილოეთ კორეამ კონსტიტუცია განაახლა: ახალი დებულებით, „თუ სახელმწიფოს ბირთვული ძალების მართვის და კონტროლის სისტემას მტრული ძალების თავდასხმები საფრთხეს შეუქმნის, ბირთვული დარტყმა ავტომატურად და დაუყოვნებლივ განხორციელდება.”
ცვლილება 22 მარტს ჩრდილოეთ კორეის უზენაეს სახალხო კრებაზე დამტკიცდა. The Telegraph-ის ცნობით, ნაბიჯი ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის და სხვა ირანელი თანამდებობის პირების მკვლელობების ფონზე გაკეთდა. სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახური ქვეყნის მაღალჩინოსნებს კონსტიტუციური ცვლილების შესახებ უკვე შეატყობინა.
კიმმა ასევე დაადასტურა, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ბირთვულ შესაძლებლობებს, სამხრეთ კორეა „ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ” გამოაცხადა, ხოლო აშშ ტერორიზმსა და აგრესიაში დაადანაშაულა.
