უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ანდრი ერმაკს ოფიციალურად ეჭვმიტანილად ასახელებს
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და კორუფციის წინააღმდეგ სპეციალიზებულმა პროკურატურამ (SAP) ყოფილ საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკს ოფიციალურად ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭეს.
„მიდასის” სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც 460 მილიონ ჰრივნაზე მეტი გათეთრა — კიევში ელიტური საცხოვრებლის მშენებლობისთვის. ბიუროს ცნობით, ერმაკი ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრად არის დასახელებული.
ანდრი ერმაკი 2020-დან 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს. მას მიიჩნევდნენ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად. 2025 წლის ბოლოს, სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერჰოატომის” გარშემო გაჩაღებული კორუფციული სკანდალის ფონზე, ის გადადგა.
გადადგომის შემდეგ ერმაკი ამბობდა, რომ შეიძლება ფრონტზე წასულიყო. 2026 წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ ის ხელმძღვანელობდა ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციასთან შექმნილ კომიტეტს, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულთა დაცვაზე მუშაობს.
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ოპერაცია „მიდასმა” რამდენიმე სქემა გამოავლინა, რომლებშიც ჩართულები იყვნენ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები.