მსოფლიო
მაია სანდუს პროდასავლური პარტია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
| მაია სანდუს პროდასავლური პარტია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს | ამ დროისთვის, დათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებული უბნების 99,95%. შედეგებს ითვლიან მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაია სანდუს პროდასავლურ “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ დათვლილი ხმების 44,13% აქვს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული საარჩევნო ბლოკი“, მათ ამ დრომდე დათვლილი ხმების 28,26% აქვთ რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მდებარე ოლქებს - ამ დროისთვის, დათვლილია მათი 84,72%. სანდუს პარტიას 78,03% აქვს, პრორუსული ბლოკი კი საზღვარგარეთ მეოთხე ადგილს, 5,17%-ით იკავებს. არჩევნების საბოლოო შედეგები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა უბნები აშშ-შიც დაითვლება. იქ ხმის მიცემა მოლდოვის დროით 07:00 საათზე დაიხურება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 15 პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იღებდა. ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას, პროევროპულ და პრორუსულს შორის მიმდინარეობს. პროევროპულს წარმოადგენს პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია, პრორუსულს კი იგორ დოდონი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პრორუსმა დოდონმა ხვალ, მოლდოვის დროით 12:00 საათზე, საკუთარ ამომრჩევლებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა |