← მთავარი
მსოფლიო

სანამ მოსკოვი იწვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ღრმავდება

18 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სანამ მოსკოვი იწვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ღრმავდება

შემდეგი

დახურეთ

წინა

შემდეგი

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ

დააჭირეთ სანახავად

Print Options:

Images

Multimedia

Embedded Content

Comments

გაუქმება

ბეჭდვა

Link has been copied to clipboard

ახალი ამბები

თემები

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

კულტურა

სპორტი

ვიდეო

ბლოგები

პოდკასტები

ასათიანის კუთხე

ნიკოს პოდკასტი

60 დეციბელი

განკითხვის დღე

დილის საუბრები

მოლაპარაკე ტექსტები

შინ - უცხოეთში

ლიტერატურული წახნაგები

ამერიკული მოთხრობა

იმპერია და რადიო

გადაცემები

თავისუფლების მონიტორი

ფენოვანი - 2.10

თქვენი პუბლიკაციები

პროექტები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022

დამოუკიდებლობის 100 წელი

ჩემი სიკვდილის მიზეზია COVID-19

11 წელი - 11 ამბავი

საპარლამენტო არჩევნების ისტორია

ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი

5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები

აგვისტოს ომი

Привет კულტურა

ЭХО КАВКАЗА

რთე/რთ-ის ყველა საიტი

პოდკასტები

წინა

შემდეგი

Breaking News

რუსეთ-უკრაინის ომი

სანამ მოსკოვი იწვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ღრმავდება

2 საათის წინ

18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.

1 მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.

2 ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.

3 „ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად, ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.

4 მანქანების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან დონეცკში, 16 ივნისი.18 ივნისს, სანამ თავდასხმა მოხდებოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Energy Intelligence-ი ვარაუდობდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მწყობრიდან იყო გამოსული რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი. გამოცემის თანახმად, ნავთობის გადამუშავების მოცულობა ქვეყანაში ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

5 დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.

6 ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.

7 საწვავის პისტოლეტები წარწერით: „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.

8 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.

საინფორმაციო გვერდები

ჩვენ შესახებ

პირადი ინფორმაციის დაცვის წესები

ფორუმის წესები

დაგვიკავშირდით

რადიო თავისუფლება, RFE/RL, Inc. ყველა უფლება დაცულია

← მთავარი