← მთავარი
მსოფლიო

IAEA-ს ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია 21-ედ გაეთიშა

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
IAEA-ს ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია 21-ედ გაეთიშა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 3 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება 21-ედ შეუწყდა, როდესაც მან 330 კვ-იან „ფეროსპლავნა-1“ ხაზთან კავშირი დაკარგა.

სააგენტოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ადგილზე მყოფმა ჯგუფმა გაიგონა სამხედრო აქტივობის ხმა, რასაც მოჰყვა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ქარხნის „ფეროსპლავნა-1“ ხაზთან დამაკავშირებელი ხაზების ელექტრო დაცვის აქტივაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ის არ აწარმოებს ელექტროენერგიას, ატომური ელექტროსადგური საჭიროებს მუდმივ ელექტრომომარაგებას გაცივების სისტემის ფუნქციონირებისთვის. მის გათიშვას ბირთვული პროცესზე კონტროლის დაკარგვა და კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს.

ზაპოროჟიეს ატომური - ევროპაში უდიდესი ელექტროსადგური 2022 წლის 4 მარტს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ატომური ელექტროსადგური დაიკავეს რუსეთის ჯარებმა, რომლებმაც იქ განათავსეს მძიმე სამხედრო ტექნიკა და 500-მდე შეიარაღებული ჯარისკაცი. სადგურს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს.

2022 წლის სექტემბერში, უსაფრთხოების მიზნით, ყველა რეაქტორის მუშაობა გაჩერდა.

2022 წლის სექტემბრიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მუშაობს IAEA-ს სპეციალური კომისია, რომელიც ადგილზე აკვირდება ვითარებას.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო ბირთვული ენერგიის ისტორიაში.

← მთავარი